Wednesday, March 6, 2013

პროექტი "გავაუმჯობესოთ გარემო თემში"



ლევან დევდარიანის სახელობის გარდაბნის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "Creative Teenagers" განახორციელა პროექტი "გავაუმჯობესოთ გარემო თემში" (11 თებერვალი - 7 მარტი)

სამოქალაქო კლუბის აქტივისტებმა 2013 წლის 20 თებერვალს განცხადებით მივმართეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ზაზა ონიანს დახმარებისთვის პროექტის განსახორციელებლად.

ადგილობრივი თვითმართველობა აქტიურად ჩაერთო თემში არსებული პრობლემის მოგვარებაში. 2013 წლის დილის 10 საათზე დაიწყო დასუფთავების აქცია. წევრები შევიკრიბეთ დათქმულ ადგილას ( 9 სართულიანი სახლების მიმდებატე ტერიტორიაზე, ყოფილი კომისარიატის გვერდით), თან გვახლდა კლუბის მეურვე ნანა ყანდიაშვილი და ხელოვნების პედაგოგი ქეთინო ღუღუნიშვილი.

ბატონმა ზაზა ონიანმა გადმოგვცა ერთჯერადი ხელთათმანები, საღებავები, ფუნჯები. ასევე აქციაზე დახმარება გაგვიწია დასუფთავების სამსახურის უფროსმა გურამ ქიხაძმ, რომელმაც უზრუნველყო აქცია შესაბამისი შრომის იარაღებით, ნაგვის მანქანით. ასევე გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანა თარალაშვილმა შეგვიძინა საღებავები და ფუნჯები.

კლუბის წევრებმა დავასუფთავეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია, სკვერი გავწმინდეთ ნაგვის ნარჩენებისგან, შევღებეთ ბავშვების საქანელები, სკამები.

დასუფთავების სამსახური კლუბის წევრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა აქციაში "გავაუმჯობესოთ გარემო თემში"

No comments:

Post a Comment