Monday, May 23, 2011

მზადება დებატ–ტურნირისათვის


პარასკევს,20 მაისს, ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი,რომელიც მიზნად ისახავდა ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა მომზადებას 28–29 მაისს გასამართი დებატ–ტურნირისათვის.სამოქალაქო კლუბის წევრებმა, ნინო ვარდიაშვილის დახმარებით, გაიღრმავეს ცოდნა დებატებეთან დაკავშირებით.

Tuesday, May 17, 2011

ჩვენი კლუბის ლოგო...




ჩვენ, სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ საკუთარი სიმბოლიკის შექმნა, რომელიც ასახავდა კლუბის მთავარ იდეოლოგიას. საბოლოოდ მივიღეთ ლოგო, რომელიც ასახავს ჩვენს ძირითად პრინციპს-ერთსულოვნებას,ასევე ჩვენს სურვილს საერთაშორისო მშვიდობასთან დაკავშირებით.

Friday, May 13, 2011

"ეკობორბალი" დატრიალდა...


   12 მაისს ქ. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა რეგიონული ღონისძიება "ეკობორბალი".მასში მონწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და კლუბის მეურვეებმა.პროექტი მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.


   პროექტის ფარგლებში თითოეულმა სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა ღონისძიების მთავარი იდეის შესახებ შექმნილი პოსტერი.ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად,ხმის მიცემა მოხდა ე.წ. "Like"-ების საშუალებით.დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მიერ დამზადებულმა პოსტერმა მოიპოვა.


   აღსანიშნავია,რომ პროექტის მიმდინარეობის დროს ჩატარდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი,სადაც ჩვენი კლუბის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.


ესეც ჩვენს მიერ შექმნილი პოსტერი...


Wednesday, May 11, 2011

"ეკობორბალი"


2011 წლის 12 მაისს ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება რეგიონული ღონისძიება „ეკობორბალი“.ჩვენ ქალაქ გარდაბნის სამოქალაქო კლუბის წევრებმა შევქმენით პოსტერი და დევიზი,რომელიც წარმოდგენილი იქნება ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ანდრია მოციქულის ხსენების დღე...



12 მაისს მართლ–მადიდებელი ქრისტიანები ანდრეა პირველწოდებულის დღეს აღნიშნავენ.ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოახდინეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.

მათ შეასრულეს ნახატები და ასახეს მოციქულის ღვაწლი.ნამუშევრები წარდგენილ იქნა ქ. გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეების წინაშე.


Monday, May 2, 2011

ვიზიტი ბოლნისში...



2011 წლის 30 აპრილს ბოლნისის მოხუცებულთა სახლ "ჭაღარა"–ში გაიმართა რეგიონული ღონისძიების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"დასკვნითი აქტივობა. მოხუცებს საჩუქრად გადაეცათ კვების პროდუქტები და წიგნები.ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ კულტურულ პროგრამაში მოხუცებიც აქტიურად ჩაერთვნენ – წაიკითხეს ლექსები და იცეკვეს მოსწავლეებთან ერთად.პროქტში ჩვენი სამოქალაქო კლუბიდან მონაწილეობდნენ 4 წევრი და კლუბის მეურვე.გარდაბნის 1 საჯარო სკოლის გარდა პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ რუსთავის, მარნეული და ბოლნისის სკოლები.ერთობლივმა აქტივობამ ასევე ხელი შეუწყო ქვემო ქართლის სხვადასხვა ქალაქების სამოქალაქო კლუბების დაახლოვებას.


გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტო–მასალას...