Saturday, May 26, 2012

დებატ-ტურნირი


სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის დებატ-გუნდის ორგანიზებით 28 აპრილს მოეწყო ქვემო ქართლის რეგიონული ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს: მარნეულის, ნორიოს, გარდაბნის, ბოლნისის, გამარჯვების, კრწანისის და რუსთავის მოდებატეებმა. სულ ითამაშა 14 გუნდმა 42 მოდებატემ. ჩატარდა ორი შესარჩევი თამაში, სადაც თითოეულმა გუნდმა ითამაშა ორივე პოზიციაზე (მტკიცებითი და უარმყოფელი). ტურნირზე იმსაჯეს 8-10 წლიანი გამოცდილების მქონე მოდებატე-მსაჯებმა

Friday, May 4, 2012

სამოქალაქო კლუბის ოთახი


2012 წლის 2 მაისს მოეწყო სასწავლო–სამოქალაქო კლუბის ოთახი, სადაც განთავსდა კლუბის აქტივობათა ამსახველი მასალა.

ჩემი მრავალეროვანი სკოლა


2012 წლის 19 აპრილს სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით განხორციელდა პროექტი – "ჩემი მრავალეროვანი სკოლა",რომელიც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეების უფრო მეტად ინტერგრაციას ამავე სკოლის ქართველ მოსწავლეებთან. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა !

პანდუსის მშენებლობა დასრულდა


ამა წლის თებერვალში დასრულდა ქ.გარდაბნის ლ.დევდარიანის სახელობის  №1 საჯარო სკოლაში პანდუსის მშენებლობა,რაშიც დაგვეხმარა მცირე გრანტების პროგრამა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სკოლის დირექცია. ამით გადაიჭრა სკოლის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემა,კერძოდ გადაადგილების პრობლემა მოეხსნა ამავე სკოლის ცერემბრალური დამბლით დაავადებულ მოსწავლეს.

Friday, March 2, 2012

გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრთა ვიზიტი იუსტიციის სამინისტროში

1 მარტს გარდაბანისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 21 წევრი, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მოსწავლეები და 5 სამოქალაქო განათლების პედაგოგი „სიქას – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.
ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზევე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. მოგვიანებით იუსტიციის სამინსტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს, სამინისტროს ძირითადი საქმიანობებისა და თანამშრომლების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს დათვალიერების შემდეგ მოსწავლეთა გუნდს რუსთავის იუსტიციის სახლმა უმასპინძლა. მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ ბავშვებს მომსახურების ყველა სევრცე გააცნო.
იუსტიციის სახლში ვიზიტამდე კი სიქას გუნდმა პედაგოგებისთვის მცირე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მასწავლებლებმა სამოქალაქო კლუბის შესაქმენლად და გასააქტიურებლად საჭირო ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კლუბის მუშაობის სტრატეგიას, კლუბის მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს და პროგრამის 2012 წლის პრიორიტეტს: ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ამას გარდა მიიღეს კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები.
ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს.
ინტერვიუს დროს კითხვაზე, რა მოეწონათ ყველაზე მეტად და მიღებული ინფორმაციიდან რომელი იყო მათთვის უფრო საინტერესო, ყველამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. რამდენიმე მათგანზე შთაბეჭდილება სამინისტროში შექმნილმა გარემომ მოახდინა, ზოგ მათგანს მომუშავე პერსონალთან უშუალო ურთიერთობა მოეწონა. ზოგიერთი მათგანისთვის კი ყველაზე საინტერესო განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შესახებ მიღებული ინფორმაცია აღმოჩნდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის თქმით კი იგი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს საერთო ინტერესები და შეხედულებები აქვთ და მათ შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება არ არის.

Wednesday, February 29, 2012

შემაჯამებელი შეხვედრა

29 თებერვალს სსიპ ქ.რუსთავის #10 სკოლაში გაიმართა ქვემო ქართლის რეგიონში "სამოქალაქო განათლებისა დაპედაგოგთა გადამზადების პროგრამის" შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა 200-ზე მეტი დაინტერესებული პირი. შემაჯამებელ შეხვედრაზე გამოცხადდა ნომინაციებში "აქტიური პედაგოგი-2011", აქტიური სამოქალაქო კლუბი 2011", "აქტიური ბლოგერი - 2011", "ხელისუფლებასთან თანამშრომელი - 2011" გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

Sunday, February 19, 2012

ვიზიტი რუსთავი 2–ში...


ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრები ვიმყოფებოდით რუსთავი 2–ის შენობაში, სადაც ექსკურსია მოგვიწყეს კომპანიის თანამშრომლებმა.გავეცანით ტელეკომპანიის მუშაობის პრინციპებს.გვქონდა ცნობილ ჟურნალისტებთან გასაუბრების საშუალება, გამოცდილების გაზიარების მიზნით.მადლობას ვუხდით სკოლის დირექციასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის.

Friday, January 27, 2012

თავი დავიცვათ ტრეფიკინგისგან



ამა წლის 25 იანვარს ქ.გარდაბნის ლ.დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩაუტარდათ ინფორაციული ხასიათის შეხვედრა, რომელიც მიზნათ ისახავდა მოსწავლეების ცნოიერების ამაღლებას ტრეფიკინგის პრევენციასთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა შეძლეს ერთმანეთისგან გაემიჯნათ ტრეფიკინგი და მისი შედეგები სისხლის სამართლის დანაშაულისაგან, ასევე გაეცვნენ საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას, იმსჯელეს უკანონო მიგრაციის უარყოფით შედეგებსა და გამომწვევ მიზეზებზე.

ასევე მათ ნახეს ფილმი,რომელის შემდეგაც პასუხი გასცეს ფილმში მოცემულ შეკითხვებს, გაიმართა დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით .

Wednesday, January 11, 2012

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის წარდგენა


2011 წლის 9 დეკემბერს, ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის #1.საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ანა ზარანდიამ და თიკა სხირტლაძემ კლუბის წინაშე წარადგინეს საკუთარი პოსტერი ადამიანის უფელბათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ,გარდა ამისა მოხდა ინფორმაციის სხვა გზით მიწოდებაც ზემოხსენებული დეკლარაციის მნიშვნელობასა და მიზნებზე. ეს ყოველივე მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას სამოქალაქო კლუბის წევრთა შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ !