Friday, August 5, 2011

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი



სიქამ ორგანიზება გაუკეთა "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2011"–ს ბაზალეთზე. ბანაკი მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International. პროგრამა ფინანსდებააშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სამოქალაქო განათლების ბანაკის ორ ნაკადში მონაწილეობა მიიღო 150 მოსწავლემ და 20–მე პედაგოგმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ბანაკში მონაწილეობისათვისშერჩეულნი იყვნენ პროგრამის სამიზნე სკოლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეები.ქვემო ქართლის რეგიონიდან ბანაკში მონაწილეობა მიიღო 15–მა მოსწავლემ და 2–მე პედაგოგმა ქ. მარნეულიდან, გარდაბნიდან, რუსთავიდან, დმანისიდან, სოფელ ვახტანგისიდან (გარდაბნის რ–ნი) და ბაშქოიდან (წალკის რ–ნი). აღსანიშნავია,რომ ჩვენის სამოქალაქო კლუბ "ერთსულოვნების" 3 წევრი: ილო ქარდავა, გიორგი ბაყაშვილი და ერეკლე გორგოძე იყვნენ ზემოთხსენებულ საზაფხულო ბანაკში

5 დღიანი ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს უტარდებოდათ ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: მოქალაქეობა – ინიციატივა და პასუხისმგებლობა, სამოქალაქო კლუბის არსი, მიმართულებები და საქმიანობები, ადვოკატირება, პრობლემების კვლევა და საკლუბო პროექტები.ბანაკში მოწვეულ აქტიურ მოსწავლეებს სტუმრობდნენ აშშ ელში ბ–ნო ჯონ ბასი მეუღლესთან ერთად, ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციაკოტივის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი, ჟურნალისტი ია ანთაძე. –მოხარული ვარ,რომ შესაძლებლობა მოგვეცა რომ ორგანიზება გავუწიოთ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს. ამ ბანაკში არიან ბავშვები, რომლებიც შეირჩნენ მათი მოქალაქეობრივი პოზიციისა და გამოჩენილი აქტიურობის გამო. ისინი იჩენდნენ აქტიურობას თავიანთ თანამოქალაქეებისა და თემის პრობლემების გამოკვეთაში, შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ეძებდნენ ამ პრობლემათა გადაჭრის გზებს. მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი მხრიდან არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია – განაცხადა აშშ–ს ელჩმა ბ–მა ჯონ ბასმა.მოწვეული სტუმრები ბანაკის მონაწილეებს ესაუბრებოდნენ სამოქალაქო ცნობიერებაზე, მოქალაქის უფლება–მოვალეობებზე, სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სხვა. გამოიკვეთა ასევე სამოქალაქო კლუბების ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზები და გეგმები. „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მიმდინარეობის კიდევ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები“, სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს კვლავ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო ბანაკებში, გაიღრმავონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები , შეხვდნენ საინტერესო სტუმრებს და შეიძონონ მეგობრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.