Monday, December 26, 2011

მეგობრობით სიყვარული გადადის, შიდსი არა !


2011 წლის 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის #1.საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იმსჯელეს შიდსის გავრცელების პრევენციის გზებზე,იმისათვის რათა უფრო გასაგები ყოფილიყო ამ დაავადების პრობლემატურობა,მოხდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება წევრებისადმი,რისი მიზანიც სამოქალაქო კლუბის წევრთა შორის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

Sunday, December 25, 2011

დებატების ტურნირი...


17-18 დეკემბერი, "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სიქა-ს ორგანზებით გაიმართა დებატების რეგიონული ტურნირი ქვემო ქართლში სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეთა შორის.
თემა „სრულწლოვანი და არასრულწლოვანი დამნაშავე ერთნაირად უნდა დაისაჯოს“
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონის 34 სკოლის 100-დე მოსწავლემ.

დებატებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი დებატებთან დაკავშირებით.

სოც. მედიის გამოყენების უნარების გაზრდა...


5-6 ნოემბერს სიქა-მ უმასპინძლა ტრენინგს, რომლის მიზანია ქვემო ქართლის მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის სოც. მედიის გამოყენების უნარების გაზრდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში. მოსწავლეებს თეთრიწყაროდან, გარდაბნიდან. გამარჯვებიდან და ქ. რუსთავიდან გამოცდილმა ტრენერმა სანდრო ასათიანმა შეასწავლა ბლოგებისა და სოც. მედიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

Wednesday, November 9, 2011

დასუფთავების აქცია


ამა წლის 12 ოქტომბერს ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბ "ერთსულოვნების" ინიციატივით ჩატარდა ეკო აქცია,რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია.აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა.

Tuesday, October 18, 2011

კონსულტაცია საგრანტო პროექტების წარდგენის თემაზე


22 სექტემბერს გარდაბნის #1 საჯარო სკოლაშ გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა გარდაბნის რაიონის სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენელთათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის, ვახტანგისის, კრწანისის სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები. საგრანტო მიმართულების კოორდინატორმა ცირა თავშვაძემ შეხვედრის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო აქტივობების შესახებ.

ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა

16 სექტემბერს გარდაბნის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისათვის ახალგაზრდული პრობლემების კვლევა გარდაბნის ახალგაზრდებს შორის. შეხვედრა წარიმართა "კაფე - სუფრას" მეთოდით, მასში მონაწილეობას იღებდნენ 21 გარდაბნელი ახალგაზრდა - მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები. გამოიკვეთა ახალგაზრდების წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები - არასაკმარისი ყურადღება უნარშეზღუდული ადამიანებისადმი, უმაღლესი განათლების ხელმიუწვდემელობა, უმუშევრობა, არასაკმარისი სპორტული ცენტრები, არაფორმალური განათლების ნაკლებობა.


შეხვედრას ესწრებოდა 21 გარდაბნელი უფროსკლასელი მოსწავლე. შეხვედრას უძღვებოდნენ სიქა-ს ახალგაზრდული მუშაკები მარი აბულაძე და კახა ფაშურიშვილი

Friday, August 5, 2011

სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი



სიქამ ორგანიზება გაუკეთა "სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკი 2011"–ს ბაზალეთზე. ბანაკი მოეწყო „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International. პროგრამა ფინანსდებააშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სამოქალაქო განათლების ბანაკის ორ ნაკადში მონაწილეობა მიიღო 150 მოსწავლემ და 20–მე პედაგოგმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ბანაკში მონაწილეობისათვისშერჩეულნი იყვნენ პროგრამის სამიზნე სკოლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების აქტიური მოსწავლეები.ქვემო ქართლის რეგიონიდან ბანაკში მონაწილეობა მიიღო 15–მა მოსწავლემ და 2–მე პედაგოგმა ქ. მარნეულიდან, გარდაბნიდან, რუსთავიდან, დმანისიდან, სოფელ ვახტანგისიდან (გარდაბნის რ–ნი) და ბაშქოიდან (წალკის რ–ნი). აღსანიშნავია,რომ ჩვენის სამოქალაქო კლუბ "ერთსულოვნების" 3 წევრი: ილო ქარდავა, გიორგი ბაყაშვილი და ერეკლე გორგოძე იყვნენ ზემოთხსენებულ საზაფხულო ბანაკში

5 დღიანი ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს უტარდებოდათ ტრენინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა: მოქალაქეობა – ინიციატივა და პასუხისმგებლობა, სამოქალაქო კლუბის არსი, მიმართულებები და საქმიანობები, ადვოკატირება, პრობლემების კვლევა და საკლუბო პროექტები.ბანაკში მოწვეულ აქტიურ მოსწავლეებს სტუმრობდნენ აშშ ელში ბ–ნო ჯონ ბასი მეუღლესთან ერთად, ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციაკოტივის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი, ჟურნალისტი ია ანთაძე. –მოხარული ვარ,რომ შესაძლებლობა მოგვეცა რომ ორგანიზება გავუწიოთ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკს. ამ ბანაკში არიან ბავშვები, რომლებიც შეირჩნენ მათი მოქალაქეობრივი პოზიციისა და გამოჩენილი აქტიურობის გამო. ისინი იჩენდნენ აქტიურობას თავიანთ თანამოქალაქეებისა და თემის პრობლემების გამოკვეთაში, შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ეძებდნენ ამ პრობლემათა გადაჭრის გზებს. მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი მხრიდან არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია – განაცხადა აშშ–ს ელჩმა ბ–მა ჯონ ბასმა.მოწვეული სტუმრები ბანაკის მონაწილეებს ესაუბრებოდნენ სამოქალაქო ცნობიერებაზე, მოქალაქის უფლება–მოვალეობებზე, სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და სხვა. გამოიკვეთა ასევე სამოქალაქო კლუბების ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზები და გეგმები. „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მიმდინარეობის კიდევ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება „სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები“, სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს კვლავ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო ბანაკებში, გაიღრმავონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები , შეხვდნენ საინტერესო სტუმრებს და შეიძონონ მეგობრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

Wednesday, June 1, 2011

დებატების ტურნირი...


2011 წლის 28-29 მაისს გაიმართა დებატების ტურნირი 11:00-18:00მდე.ტურნირში მონაწილეობდა რუსთავის : 1, 4, 5, 7, 10, 12, 15, 21, 22, 25 , გარდაბნის #1 და  ბოლნისის #  5 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის  წევრები.ტურნირის პირველ დღეს მონაწილე 14-მა გუნდმა ითამაშა 4-4 თამაში თანაბარ პოზიციებში.გარდა ამისა ყოველი მომხსენებელი შეფასდა ქულებით და რანგებით. მორე დღეს კი ოლიმპიური მეთოდით, 8 ნახევარ ფინალისტმა გუნდმა ითამაშა. წაგება-გავარდნის მეთოდით შედგა ფინალური თამაში სადაც ითამაშა ბოლნისის #5 სკოლის და რუსთავის #5 სკოლის სამოქალაქო კლუბის მოდებატეებმა. გამარჯვებული გახდა ბოლნისის #5 სკოლა. ასევე გამოვლინდა 10 საუკეთესო მომხსენებელი:
 
1 ადგილი დაიკავა #22 სკოლის მოსწავლემ სალომე გიგნიაშვილმა                                                    2 ადგილი-გარდაბნის #1 სკოლის მოსწავლე ილო ქარდავამ,
 3 ადგილი #5 სკოლის მოსწავლემ ნანა ლობჟანიძემ.

Monday, May 23, 2011

მზადება დებატ–ტურნირისათვის


პარასკევს,20 მაისს, ქ.გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი,რომელიც მიზნად ისახავდა ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრთა მომზადებას 28–29 მაისს გასამართი დებატ–ტურნირისათვის.სამოქალაქო კლუბის წევრებმა, ნინო ვარდიაშვილის დახმარებით, გაიღრმავეს ცოდნა დებატებეთან დაკავშირებით.

Tuesday, May 17, 2011

ჩვენი კლუბის ლოგო...




ჩვენ, სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადავწყვიტეთ საკუთარი სიმბოლიკის შექმნა, რომელიც ასახავდა კლუბის მთავარ იდეოლოგიას. საბოლოოდ მივიღეთ ლოგო, რომელიც ასახავს ჩვენს ძირითად პრინციპს-ერთსულოვნებას,ასევე ჩვენს სურვილს საერთაშორისო მშვიდობასთან დაკავშირებით.

Friday, May 13, 2011

"ეკობორბალი" დატრიალდა...


   12 მაისს ქ. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა რეგიონული ღონისძიება "ეკობორბალი".მასში მონწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და კლუბის მეურვეებმა.პროექტი მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.


   პროექტის ფარგლებში თითოეულმა სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა ღონისძიების მთავარი იდეის შესახებ შექმნილი პოსტერი.ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად,ხმის მიცემა მოხდა ე.წ. "Like"-ების საშუალებით.დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მიერ დამზადებულმა პოსტერმა მოიპოვა.


   აღსანიშნავია,რომ პროექტის მიმდინარეობის დროს ჩატარდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი,სადაც ჩვენი კლუბის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.


ესეც ჩვენს მიერ შექმნილი პოსტერი...


Wednesday, May 11, 2011

"ეკობორბალი"


2011 წლის 12 მაისს ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება რეგიონული ღონისძიება „ეკობორბალი“.ჩვენ ქალაქ გარდაბნის სამოქალაქო კლუბის წევრებმა შევქმენით პოსტერი და დევიზი,რომელიც წარმოდგენილი იქნება ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

ანდრია მოციქულის ხსენების დღე...



12 მაისს მართლ–მადიდებელი ქრისტიანები ანდრეა პირველწოდებულის დღეს აღნიშნავენ.ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოახდინეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.

მათ შეასრულეს ნახატები და ასახეს მოციქულის ღვაწლი.ნამუშევრები წარდგენილ იქნა ქ. გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეების წინაშე.


Monday, May 2, 2011

ვიზიტი ბოლნისში...



2011 წლის 30 აპრილს ბოლნისის მოხუცებულთა სახლ "ჭაღარა"–ში გაიმართა რეგიონული ღონისძიების "ვზრუნავთ გარემოსა და გარშემომყოფებზე"დასკვნითი აქტივობა. მოხუცებს საჩუქრად გადაეცათ კვების პროდუქტები და წიგნები.ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ კულტურულ პროგრამაში მოხუცებიც აქტიურად ჩაერთვნენ – წაიკითხეს ლექსები და იცეკვეს მოსწავლეებთან ერთად.პროქტში ჩვენი სამოქალაქო კლუბიდან მონაწილეობდნენ 4 წევრი და კლუბის მეურვე.გარდაბნის 1 საჯარო სკოლის გარდა პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ რუსთავის, მარნეული და ბოლნისის სკოლები.ერთობლივმა აქტივობამ ასევე ხელი შეუწყო ქვემო ქართლის სხვადასხვა ქალაქების სამოქალაქო კლუბების დაახლოვებას.


გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტო–მასალას...



Thursday, April 28, 2011

სამოქალაქო კლუბი "ერთსულოვნება"


2011 წლის 27 აპრილს ქალაქ გარდაბნის ლევან დევდარიანის სახელობის 1 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა სამოქალაქო კლუბი სახელად „ერთსულოვნება“.კლუბი მთლიანად დაკომპლექტებულია ამავე სკოლის მოსწავლეებით, მეურვე კი გახლავთ  სამოქალაქო განათლების პედაგოგი ჯილდა ჯაიანი.

                                                      სამოქალაქო კლუბის წევრები:

                              1. ბაყაშვილი გიორგი
                              2. ქარდავა ილო

                              3. ბაკურაძე ნანა
                              4. თავაძე ნატო
                              5. მაჭარაშვილი სოფო
                              6. ლობჯანიძე ელენე
                              7. ჩანქსელიანი ლანდა
                              8. ქარდავა ელენე
                              9. კაკრიაშვილი თამარი
                             10. ჯოხაძე გვანცა
                             11. გორგოძე ერეკლე
                             12. ონიანი ნათია
                             13. ტვილდიანი ბაჩო
                             14. მაჩაბელი გოგა
                             15. კამლაძე ონისე
                             16. კოპაძე სულო
                             17. ნარიმანიძე ნიკა
                             18. ნახუცრიშვილი ქეთი
                             19. ზარანდა ანა
                             20. ჯაჯანიძე ტატო
                             21. კორძაია ანა
                             22. ონიანი ეკა
                             23. კარტოზია მაგდა
                             24. პავლაძე სოფო
                             25. ნათაძე ნიკა
                             26. ქალდანი სალომე
                             27. გასვიანი ანა
                             28. ავალიანი ამირანი

     ჩვენი კლუბის მიზანია მოვახდინოთ სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში,ამისათვის კი ვგეგმავთ ჩავატაროთ რამოდენიმე საინტერესო ღონისძიება.ჩვენი კლუბის დევიზია:“დემოკრატიულად აქტიური საზოგადოება,ნათელი მომავლის საწინდარია“