Tuesday, October 18, 2011

კონსულტაცია საგრანტო პროექტების წარდგენის თემაზე


22 სექტემბერს გარდაბნის #1 საჯარო სკოლაშ გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა გარდაბნის რაიონის სკოლების სამოქალაქო კლუბების წარმომადგენელთათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის, ვახტანგისის, კრწანისის სამოქალაქო კლუბების წევრები და მეურვეები. საგრანტო მიმართულების კოორდინატორმა ცირა თავშვაძემ შეხვედრის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო აქტივობების შესახებ.

ახალგაზრდობის პრობლემების კვლევა

16 სექტემბერს გარდაბნის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისათვის ახალგაზრდული პრობლემების კვლევა გარდაბნის ახალგაზრდებს შორის. შეხვედრა წარიმართა "კაფე - სუფრას" მეთოდით, მასში მონაწილეობას იღებდნენ 21 გარდაბნელი ახალგაზრდა - მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბების წევრები. გამოიკვეთა ახალგაზრდების წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები - არასაკმარისი ყურადღება უნარშეზღუდული ადამიანებისადმი, უმაღლესი განათლების ხელმიუწვდემელობა, უმუშევრობა, არასაკმარისი სპორტული ცენტრები, არაფორმალური განათლების ნაკლებობა.


შეხვედრას ესწრებოდა 21 გარდაბნელი უფროსკლასელი მოსწავლე. შეხვედრას უძღვებოდნენ სიქა-ს ახალგაზრდული მუშაკები მარი აბულაძე და კახა ფაშურიშვილი