Friday, May 13, 2011

"ეკობორბალი" დატრიალდა...


   12 მაისს ქ. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა რეგიონული ღონისძიება "ეკობორბალი".მასში მონწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა და კლუბის მეურვეებმა.პროექტი მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.


   პროექტის ფარგლებში თითოეულმა სამოქალაქო კლუბმა წარმოადგინა ღონისძიების მთავარი იდეის შესახებ შექმნილი პოსტერი.ჩატარდა კონკურსი საუკეთესო პოსტერის გამოსავლენად,ხმის მიცემა მოხდა ე.წ. "Like"-ების საშუალებით.დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მიერ დამზადებულმა პოსტერმა მოიპოვა.


   აღსანიშნავია,რომ პროექტის მიმდინარეობის დროს ჩატარდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი,სადაც ჩვენი კლუბის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.


ესეც ჩვენს მიერ შექმნილი პოსტერი...


5 comments:

  1. ძალიან კმაყოფილები დავრჩიით, დიდი მადლობა "სიქას" :)))

    ReplyDelete
  2. ძაან კარგი იყო,მართლაც მადლობა სიქას : ))

    ReplyDelete
  3. ყოჩაღ ბიჭები ნამდვილად კარგი ნამუშევარი იყო : )) ეგრე გააგრძელეთ ...

    ReplyDelete
  4. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  5. თქვენმა სკოლამ მართლაც კარგი ეკო–პოსტერი წარმოადგინა! იდეაც და შესრულებაც კარგი იყო. იმედია ეს არ იქნება გარემოსდაცვით კუთხით ერთადერთი აქტივობა და მრავალ პრაქტიკულ საქმიანობასაც განახორციელებთ :)
    წარმატებებს გისურვებთ!

    ReplyDelete